суббота, 30 ноября 2013 г.

გაკვეთილის გეგმა
 
გაკვეთილის მთავარი თემა

 ლაზიერი, მისი მოძრაობის წესები

სწავლების საფეხური
 გაკვეთილი განკუთვნილია დამწყებთათვის
მოსწავლეთა პროფილი

 კლასში X მოსწავლეა
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
  მოსწავლეთა ცოდნის ამაღლება,ლოგიკური აზროვნების და მეხსიერების განვითარება. თამაშის გარკვეული უნარ-ჩვევების დაუფლება
გაკვეთილის მიზნები და შედეგები

   შედეგი თვალსაჩინო იქნება თუ მოსწავლეებს ეცოდინებათ  რომელ ხაზებზე მოძრაობს ლაზიერი,რამდენი უჯრით გადაად-გილდება,რა ზღუდავს მის მოძრაობას,როგორ შეიძლება
დაემუქროს და აიყვანოს მოწინაღმდიგის ფიგურები, ტომ არის იგი ყველაზე ძლიერი ფიგურა.
წინასწარი ცოდნა

  მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, ჭადრაკის დაფა, ჰორიზონტალ-ური,ვერტიკალური და დიაგონლური ხაზები. ეტლის და კუს სვლა. Dდაფის უჯრების დასახელება.
შეფასების საგანი და პროცედურები

  მოსწვლეთა შეფასება ზეპირი მსჯელობით და პრაქტიკული დავალებების შესრულების მიხედვითკითხვა-პასუხის,შუალედური გამოკითხვის და ჩართულობის გამოყენებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

  სახელმძღვანელო: .გურგენიძე,.მაჭარაშვილი ჭადრაკი პირველი დონე. საჭირო მასალა: სადემონსტრაციო და ჩვეულებრივი ჭადრაკის დაფები, შესაბამისი ფიგურები,კომპიუტერი და
საპროექციო აპარატი.     





გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი



 1.  გაკვეთილს ვიწყებ საშინაო დავალების შემოწმებით  ჭადრაკის დაფის დახაზვა. -5წთ.
2. ძველი მასალის გამოკითხვა და გამეორება -10წთ
3. ახალი მასალის ახსნა სადემონსტრაციო დაფის და  კომპიუტერის გმოყენებით   -15წთ.
4. გაკვეთილის შეჯამება  -3წთ.
5. საშინაო დავალება  -2წთ.   მოსწავლეებს ვთხოვ დააკვირდნენ სადემონსტრაციო   დაფას და ვსვამ კითხვებს:     
  - დაფაზე მიჩვენეთ ვერტიკალური, დიაგონლური და ჰორიონტალური ხაზები.
  - როგორ მოძრაობს კუ?
  - რამდენი მიმართულებით გადაადგილდება იგი?
  - რომელი კუა თეთრუჯროვანი? შავუჯროვანი?
  - როგორ ემუქრება და იყვანს კუ მეტოქის ფიგურას?
  - მიჩვენეთ a3, d5, e7, h2, და f8 უჯრები?
  - რამდენი სვლა აქვს კუს ცენტრის რომელიმე უჯრიდან?
  კითხვა-პასუხის დონეზე კლასში ვმართავ დისკუსიას
  - თუ ლაზიერი მოძრაობს ვერტიკალურ ,ჰორიზონტალურ და   დიაგონალურ ხაზებზე მაშინ იგი რომელი ორი ფიგურის    სვლებს აერთიანებს?
  - როგორ ფიქრობთ, რატომ არის ლაზიერი ყველაზე ძლი-
   რი ფიგურა?
  - შეძლებთ 8 ლზიერი დაალაგოთ დაფაზე ისე, რომ
    ერთმანეთის აყვანა არ შეეძლოთ?
  - თუ ლაზიერს მოვათავსებთ 5 უჯრაზე, რამდენი სვლაქნება?

   გამოვაცხადებ კოკურს ვინ დაიმახსოვრებს შემდეგ ლექს ლაზიერზე:

   ვერტიკალ-ჰორიზოტალზე
   არ არის ჩემი მძლეველი
   ყოველმხრივ დიაგონალზე
   ძალა მაქვს დამანგრეველი.
 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი

Комментариев нет:

Отправить комментарий