გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ლაზიერი,
მისი მოძრაობის წესები
|
სწავლების საფეხური
|
გაკვეთილი
განკუთვნილია დამწყებთათვის
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში X
მოსწავლეა
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეთა ცოდნის
ამაღლება,ლოგიკური აზროვნების და მეხსიერების განვითარება. თამაშის გარკვეული უნარ-ჩვევების დაუფლება
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
შედეგი თვალსაჩინო იქნება თუ მოსწავლეებს ეცოდინებათ
რომელ
ხაზებზე მოძრაობს ლაზიერი,რამდენი უჯრით გადაად-გილდება,რა ზღუდავს მის მოძრაობას,როგორ შეიძლება
დაემუქროს და აიყვანოს მოწინაღმდიგის ფიგურები, რატომ არის
იგი ყველაზე ძლიერი
ფიგურა.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა უნდა
იცოდნენ, ჭადრაკის დაფა,
ჰორიზონტალ-ური,ვერტიკალური და დიაგონლური ხაზები.
ეტლის და კუს სვლა.
Dდაფის უჯრების დასახელება.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწვლეთა შეფასება ზეპირი მსჯელობით და პრაქტიკული დავალებების შესრულების მიხედვით. კითხვა-პასუხის,შუალედური გამოკითხვის და ჩართულობის გამოყენებით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო: დ.გურგენიძე,გ.მაჭარაშვილი “ჭადრაკი” პირველი დონე. საჭირო მასალა:
სადემონსტრაციო და ჩვეულებრივი ჭადრაკის დაფები, შესაბამისი ფიგურები,კომპიუტერი და
საპროექციო აპარატი.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
1. გაკვეთილს ვიწყებ საშინაო დავალების შემოწმებით ჭადრაკის დაფის დახაზვა. -5წთ.
2. ძველი მასალის გამოკითხვა და გამეორება -10წთ
3. ახალი მასალის ახსნა სადემონსტრაციო დაფის და კომპიუტერის გმოყენებით -15წთ.
4. გაკვეთილის შეჯამება -3წთ.
5. საშინაო დავალება -2წთ. მოსწავლეებს ვთხოვ დააკვირდნენ სადემონსტრაციო დაფას და ვსვამ კითხვებს:
- დაფაზე მიჩვენეთ ვერტიკალური, დიაგონლური და ჰორიზონტალური ხაზები.
- როგორ მოძრაობს კუ?
- რამდენი მიმართულებით გადაადგილდება იგი?
- რომელი კუა თეთრუჯროვანი? შავუჯროვანი?
- როგორ ემუქრება და იყვანს კუ მეტოქის ფიგურას?
- მიჩვენეთ a3, d5, e7, h2, და f8 უჯრები?
- რამდენი სვლა აქვს კუს ცენტრის რომელიმე უჯრიდან?
კითხვა-პასუხის დონეზე კლასში ვმართავ დისკუსიას
- თუ ლაზიერი მოძრაობს ვერტიკალურ ,ჰორიზონტალურ და დიაგონალურ ხაზებზე მაშინ იგი რომელი ორი ფიგურის სვლებს აერთიანებს?
- როგორ ფიქრობთ, რატომ არის ლაზიერი ყველაზე ძლი-
ერი ფიგურა?
- შეძლებთ 8 ლზიერი დაალაგოთ დაფაზე ისე, რომ
ერთმანეთის აყვანა არ შეეძლოთ?
- თუ ლაზიერს მოვათავსებთ ე5 უჯრაზე, რამდენი სვლა
ექნება?
გამოვაცხადებ კონკურს ვინ დაიმახსოვრებს შემდეგ ლექსს ლაზიერზე:
ვერტიკალ-ჰორიზოტალზე
არ არის ჩემი მძლეველი
ყოველმხრივ დიაგონალზე
ძალა მაქვს დამანგრეველი.
|
მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ცენტრი